ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში განვიხილეთ ინტერიერის მოწყობის ყველაზე პოპულარული სტილები, რომლებსაც დღესდღეობით ყველაზე ხშირად მიმართავენ დიზაინერები. აქედან ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია სკანდინავიურ ინტერიერს უჭირავს.

სკანდინავიური სტილი, დიზაინის მიმართულებაა, რომელიც 1950–ებში ჩრდილოეთის ქვეყნებში წარმოიშვა და ახასიათებს სიმარტივე, მინიმალიზმი. 

სიმსუბუქე, თეთრი, ნათელი ოთახები, ნატურალური ხის იატაკი, ხის ავეჯი და დეკორაციები. გეომეტრიული ფორმები, შავ–თეთრი ელემენტები, ფერადი ჩანართები-ამ მიმართულების განუყოფელი ნაწილებია.

თუ გსურთ სკანდინავიური სტილის ინტერიერის მოწყობა, გაითვალისწინეთ შემდეგი მახასიათებლები:

ხის იატაკი

სკანდინავიური ინტერიერი იყენებს ხის ფაქტურას, სასურველია ღია ფერებში. ნათელი ფერები ოთახს ვიზუალურ სიმსუბუქეს ანიჭებს და ქმნის ღია სივრცის შეგრძნებას.

ფერთა გამა

თეთრი ფერი განსაკუთრებით ახასიათებს სკანდინავიურ ინტერიერს, თუმცა შესაძლებელია ღია ნაცრისფერის ან სხვა ნეიტრალური ტონალობების გამოყენება

მასალა

ხის მასალა დომინირებს სკანდინავიურ ინტერიერში. ნუ შეუშინდებით ხის ელემენტებით კედლებისა და ჭერის დატვირთვას. მთავარია ხის ფაქტურას ჰქონდეს მუქი ფერი და არ დაკრავდეს მოყვითალო–მოწითალო ტონალობა.

მრავალფეროვნებისთვის კი გამოიყენეთ ტყავი, მეტალი, ბუნებრივი ქსოვილები. დღესდღეობით ხშირად მიმართავენ ხისა და მეტალის ფაქტურების კომბინაციის გამოყენებას.

ავეჯი

ავეჯის შერჩევისას გამოიყენეთ შედარებით მუქი, ნეიტრალური ფერები, მაგალითად ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი ან კრემისფერი. ტექსტილი კი გარემოსთან კონტრასტულ ფერებში გადაწყვიტეთ. თუმცა, შეგიძლიათ ღიაფერის ავეჯის შერჩევაც და დეკორატიული ბალიშებითა და პლედებით ფერების შეტანა.


განათება

ბუნებრივი განათებით მაქსიმალურ სარგებლობას იღებს სკანდინავიური ინტერიერი. ეცადეთ, ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე აღწევდეს. გამოიყენეთ სარკეები როგორც დეკორაცია და სინათლის არეკვლის საშუალება.

სანათ საშუალებებს რაც შეეხება, ძირითადად ინდუსტრიული სტილის, მეტალის დეტალებითა და მარტივი ნათურებით გაწყობილი სანათები გამოიყენება. ასევე, შესაძლოა ხის სანათებსაც მიმართოთ.

დეკორაციები

დეკორაციების მეშვეობით თითქოს ცივ და მკაცრ გარემოს თბილი და მყუდრო ელფერი ეძლევა. ნათელი, ფერადი დეკორატიული ნივთები, ფერად–პრინტიანი  ბალიშები, ფერადი ჭურჭელი, ხალიჩები თუ კედლის დეკორი ახალისებს გარემოს. 

კედლების გასაფორმებლად კი გამოიყენეთ შავ–თეთრი ფოტოები ან ფერადი პოსტერები მინიმალისტურ სტილში.

ფუნქციონალურობა

ნამდვილი სკამნდინავიური ინტერიერი საკმაოდ ფუნქციურია და ითვალისწინებს მფლობელის ხასიათს და მოთხოვნებს.სწორედ ამიტომ, ხშირად გამოიყენება ბაუჰაუზის პროდუქცია.

ბუხარი

ნამდვილ სკანდინავიურ ინტერიერში აუცილებლად შეხვდებით ბუხარს, რომელიც ძირითად შემთხვევაში ოთახის კუთხეშია განთავსებული. ეკოლოგიურობა: სკანდინავიური ინტერიერი მაქსიმალურად ითვალისწინებს ეკოლოგიურ ასპექტს, როგორც არქიტექტურაში ისე ინტერიერში.


თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22.05.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა