გიფიქრით რატომ გრძნობთ თავს უფრო მშვიდად ნათელ სივრცეში გატარებული დროის შემდეგ? ან ფერად ოთახში ენერგიულად? ეს ყოველივე, ძირითადად, ფერების ფსიქოლოგიას უკავშირდება (კავშირი ჩვენს ემოციებსა და ფერებს შორის) და დიდ ზეგავლენას ახდენს ინტერის დიზაინზე.

ფერის ფსიქოლოგია არის ინტერიერის დიზაინის ის მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც აყალიბებს ოთახის ხასიათს, მისი გავლენა კი ყველაზე მნიშვნელოვანია ოთახში შექმნილ განწყობაზე.

ფერები გრკვეულ ამოციებს აღძრავს, ამიტომ ფერების შერჩევისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ ატმოსფეროს განსაზღვრა, რაც გინდათ რომ შექმნათ, შემდეგ კი რომელი ფერები დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

თუ გსურთ თქვენს ოთახებში ახლი ფერების შემოტანა და მოწყობა, ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ გაეცნოთ ფერების ფსიქოლოგიურ ეფექტს:

ლურჯი

ინტერიერის დიზაინისთვის ლუჯი ყველაზე მეტად დამამშვიდებელი ფერია.

ფერის ფსიქოლოგიურ ეფექტებთან დაკავშირებით ლურჯი ამშვიდებს გონებას და ანელებს გულისცემას, მეტაბოლიზმსა, არტერიულ წნევასა და ჰიპერტენზიას.

ლურჯის წყლის ელფერებს, როგორებიცაა ცისფერი და ღია ლურჯი აქვთ გონებაზე გამომაჯანსაღებელი ეფექტი.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლუჯრჯის სხვადასხვა ელფერი სახლის ნებისმიერ სივრცეში. მუქი ლურჯის კომბინაცია ყვითელთან აქტიურად გამოიყენება სამზარეულოში, სათამაშო ოთახში...

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი და ღია ლურჯი ფერები საძინებელსა და სასადილო ოთახში.

მუქ ლურჯს პატარა ოთახში შეუძლია შექმნას სიცივის შეგრძნება, ამდენად სასურველია მასთან ერთად თბილი ფერების გამოყენება, რომლებიც გაანეიტრალებს მას. 

შავი

შავი ყოველთვის ასოცირდებოდა უნივერსალობასა და ელეგანტურობასთან. ის უკავშირდება სიმარტივესა და ფუნქციონალურობას.

ეს ფერი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში.

ფსიქოლოგიური კუთხით აბსოლუტურად შავი ოთახი შეიძლება იყოს პირქუში. თუმცა, თუ თქვენ მას სხვა ფერთან დააწყვილებით, როგორებიცაა წითელი, თეთრი, ლურჯი და სხვა, შესანიშნავ კონტრასტს შექმნით.

შავი წამატებულად გამოიყენება ინტერის დიზაინში, განსაკუთრებით სამზარეულოში, საერთო ოთახში, სასადილო ოთახსა და სააბაზანოში.

მწვანე 

ადამიანებისთვის მწვანე ფერი ბუნებასთან ასოცირდება.

ადამიანის გონება ბუნებას სიმშვიდეს, სიახლესა და ნდობას უკავშირებს.

მისი სხვადასხვა ელფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ამცირებს ჰიპერტენზიისა და არტერიული წნევის დონეს.

სახლში შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვანეს სხვადასხვა ელფერი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ელფერები კედლებზე და შექმნათ კონტრასტი მცენარეებით.

მწვანე ფერს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც აღძრავს უსაფრთხოების განცდას, სწორედ აქცევს მას იდეალურ ფერად ინტერიერის დიზაინისთვის.

წითელი

წითელი არის ერთ-ერთი ყველზე დრამატული და ყველაზე მაცდური ფერი, როცა საქმე ემოციების აღძვრას ეხება. მას ხშირად ახლავს ისეთი გრძნობები, როგორებიცაა ვნება, მღელვარება და ენერგია.

წითელი ფერის ბუნებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება კარგი არჩევანია ოფისება და შამოქმედებითი სივრცეებში.

ისევე როგორც თავის ძირითად შეფერილობას, წითლის სხვა ვარიაციებსაც, როგორებიცაა ჟოლოსფერი და შინდისფერი დიდი ძალა აქვთ ფერის ფსიცოლოგიაში.  

თუ გსურთ მდიდრული, ტრადიციული ან პოპ-არტული გარემოს შექმნა, წითელი საუკეთესო არჩევანი იქნება.

ვარდისფერი 

ვარდისფერი სიყვარულთან დაკავშირებულ ემოციებზე ახდენს გავლენას, სათანადო გამოყენების შემთხვევაში ვარდისფერი და ყველა თავისი ელფერი ქმნის სიყვარულისა და თანაგრძნობის გარემოს.

იმის მიუხედავად რომ ეს ფერი ასოცირდება ქალურობასთან, ის მაინც თამამად შეგიძლიათ გამოიყენიოთ მამაკაცური ეფექტის შექმნისათვის.

ის აღძრავს სიყვარულისა და კომფორტის შეგრძნებას. ვმკვათრი ვარდისფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ კედლის გასახალისებლად.

ვარდისფერი შეავსეთ ნატურალური ელფერით ან თეთრი და მკვეთრი წითელი ტონებით.

ეს დაგეხმარებათ აღმოფხვრათ ზედმეტი „სიტკბოება“, რაც კონკრეტულ ფერს ახასიათებს. ვარდისფერი აქტიურად გამოიყენება თინეიჯერი გოგოების ოთახებისთვის, ასევე საერთო ოთახსა და სამზარეულოში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისთვის.


მელნისფერი

იისფერი ჩვეულებრივ ასოცირდება ელეგანტურობასა და სიმდიდრესთან.

ეს ფერი კარგად მუშაობს იმ სივრცეებში, რომელიც განკუთვნილია მუშაობისთვის და დიზაინისთვის. ღია ელფერი, როგორიცაა იისფერი, თქვენს დიზაინს განსაკუთრებულობას შესძენს.

თქვენ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ გარდერობში, ჰოლში, სახლის ზელოვნების კუთხეებში, ან სულაც სამზარეულოში, რადგან იასამნისფერი დადებითად მოქმედებს შემოქმედებით უნარზე.

ეს ფერი განსაკუთრებით პოპულარულია თინეიჯერებში, რადგან მისი ფსიქოლოგიური ეფექტი ეხმარება მათ, აღმოაჩინონ საკუთარი თავი.

იასამნისფერი ასევე კარგად მუშაობს ფოიესა და მისაღებ ოთახში, სადაც სტუმრები ატარებენ დროს.

ის აღძრავს სიმშვიდის, ელეგანტურობისა და სიმდიდრის შეგრძნებას.

ყვითელი

ყვითელი უკავშირდება მზის ნათებას, ამდენად ის ბედნიერებასა და სინათლეს ავრცელებს. ოქროსფერთან მისი ახლო ასოციაციის გამო, ის ასევე ასოცირდება კეთილდღეობასა და ინტელექტთან.

ინტერიერის დიზაინში ყვითელი სასურველია გამოვიყენოთ სამზარეულოში, სასადილო ოთახში, ჰოლსა და სააბაზანოში. ყვითელი ოთახს ნათელს და მზიანს ხდის, რაც ავტომატურად დადებითად მოქმედებს ადამიანთა განწყობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მისი უმეტესი ელფერი დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე, უსიცოცხლო ყვითელი ავადმყოფობის შეგრძებას იწვევს.

ამდენად, უმჯობესია, სახლში გამოიყენოთ ყვითელის ღია ელფერები.

თუმცა სასურველია მისი ზომიერი გამოყენება.

გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება წნევის მომატება გამოიწვიოს, ტვინი მაღალ წნევას გაბრაზებას უკავშირებს, რაც ადამიანს მოთმინების უნარს უკარგავს.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი ასოცირდება მზის ნათებასა და ბუნებასთან.

ნარინჯისფერი და მისი სხვა ელფერები პოზიტიურად მოქმედებენ ფსიქიკაზე. ნარინჯისფერის შორეული ტონი, როგორიცაა ოქროსფერი, წარმოადგენს სიმდიდრესა და კეთილდღეობას.

ნარინჯისფერი, ისვე როგორც წითელი, აღძრავს სიყვარულისა და მადის შეგრძნებას.

ამ ფერს უდაოდ აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რადგან ის ადამიანისთვის ასოცირდება სანაპიროსთან და ტროპიკულ სასმელებთან.

ნარინჯისფერი წარმატებით გამოიყენება საძილე ოთახებში.

ის ასევე შგიძლიათ გამოიყენოთ სამუშაო სივრცეში სტიმულირებისთვის.

ფორთოხლისფერს შუძლია გაზარდოს მადა, ამიტომ ის აქტიურად გამოიყენება შიდა და გარე სამზარეულობების მოწყობისთვის.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 27.04.2021

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა