პოპ არტი გამოჩენას გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყებს. სიტყვა პოპ არის შემოკლებული ფორმა სიტყვისა პოპულარული და ეს არის ხელოვნება მასებისთვის. თანამედროვე ხელოვნების ეს ფორმა განვითარდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
სარეკლამო კამპანიებით შთაგონებულმა მხატვრებმა ენდი უორჰოლიმ, როი ლიხტენშტეინმა და რიჩრდ ჰამილტონმა გამოუშვეს ცნობილი მსახიობების ბანალური გამოსახულებები, რაც საფუძველი გახდა ხელოვნების ახალი მიმართულების ჩამოყალიბებისა.
პოპ არტის სტილი ძალიან ემოციური და ენერგიულია, ამდენად ის თავისი ხასიათით განსაკუთრებით ახლოსაა ახალგაზრდებთან.
ნათელი ფერადი ინტერიერი შექმნილია პლასტმასის, სინთეზური ბოჭკოების, მიმზიდველი ფორმის ფუნქციონალური ობიექტების, განმეორებადი აქსესურების, პლაკატებისა და იაფფასიანი პოპულარული სუვენირებისგან.
პოპ არტის სტილის მისაღებად გასათვალისწინებელია:
1.სხვადასხვა ზომის იდენტური ნივთების განთავსება სხვადასხვა დონეზე.
2.დიდ პლაკატზე ან მინაზე გამოსახული ცნობილი ადამიანები ან პროდუქტები შეიძლება განთავსდეს ცენტრალურ ადგილას.
3.ხალიჩები ცნობილი კომპანიების ლოგოებით ან გამოსახული ცხოველების ტყავით, კედლის ფილები განმეორებადი და სახასიათო ფორმებით.
4.მიმზიდველი ავეჯი ნათელი ფერებით, შესაძლებელია პრიალა ზედაპირით.
კედლები, ჭერი და იატაკი ვიზუალურად არ ატარებს ფონის დანიშნულებას, ის შეიძლება ჩაფიქრებული იყოს, როგორც დეკორაციის ნაწილი. პოპ არტში აქტიურად გამოიყენება კონტრასტი, ამდენად თავად უნდა განსაზღვროთ რა დოზით არის მისაღები თქვენთვიის პოპ არტისთვის სახასიათო მკვეთრი ფერები.
1კედლების ფერების მიხედვით ოპტიმალურად დაყოფისთვის, ერთი კედელი დატოვეთ კრემისფერი, მასზე განათავსეთ ლამაზი ფორმის სარკე, დანარჩენი ორი მოხატეთ მკვეთრი საღებავით, თუმცა აუცილებლად ერთმანეთთან შესაბამისი ტონით. რაც შეეხება მეოთხე კედელს, რომელში განთავსებულია ღიობები, გამოიყენეთ მარტივი დეკორატიული ელემენტები.
2.ჭერს შეიძლება ჰქონდეს პრიალა, სარკისებური ეფექტი და მასზე განთავსებული იყოს სხვადასხვა დონის ასიმეტრიული ფერადი განათებები.
3.რაც შეეხება იატაკს, ის კომპოზიციის ყველაზე ნეიტრალური ნაწილია, თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ ნათელი ხალიჩა.
4.ავეჯი მინიმალური უნდა იყოს, ამასთანავე მას უნდა ჰქონდეს ფუტურისტული, უჩვეულო ფორმა.
5.აქსესუარები არის პლასტიკური, ქრომირებული და აუცილებლად სახალისო ფორმის, მაგალითად, ქალის სილუეტის ან კომიქსების გმირების.