ფერი ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ინტერიერის დიზაინის პროცესი რომ დავიწყოთ, აუცილებელია, სწორად შევარჩიოთ ფერები. იმ მრავალფეროვანი არჩევანიდან, რასაც არსებული ფერები გვთავაზობს, მნიშვნელოვია, სწორი კანონზომიერებიბს დადგენა და სწორი პროპორციით დაკავშირება.
აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რამდენად კარგად გვაგრძნობინებს ესა თუ ის ფერი თავს და რა ემოციებს აღძრავს ჩვენში. არსებობს ფერების ფსიქოლოგია, რომლის თანახმადაც ფერებს შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ჩვენს გრძნობებზე, ფიქრებსა და ქმედებებზე. ფერს შეუძლია იმოქმედოს ადამიანის განწყობაზე, გამოიწვიოს გაბრაზება, ბედნიერება, გულგრილობა და მწუხარებაც კი.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, ფერებთან დაკავშირებით, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, აბსოლუტურად, დარწმუნებული იყოთ თქვენი არჩევანის სისწორეში.
თბილი და ცივი ფერები
ტრადიციულად, წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი აღიქმება, როგორც თბილი ფერი, იმიტომ რომ, ისინი უფრო კაშკაშა ფერებია. სპექტრის მეორე მხარეს კი არის ცივი ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, ნაცრისფერი...
არჩევანის გაკეთება თბილსა და ცივ ფერებს შორის, შემდგომში დიდ გავლენს მოახდენს სივრცის ენერგიაზე. ოთახში არსებული თბილი ფერები ადამინში ოპტიმისტურ და სასიამოვნო განწყობას აღძრავს, ამდენად სასურველია მათი გამოყენება გასართობ სივრცეებში. (სამზარეულო, საერთო ოთახი).
რაც შეეხება ცივ ფერებს, ისინი საუკეთესოდ მუშაობს საძინებლებსა და ოფისებში, სადაც სასურველია მშვიდი გარემო.
60-30-10 წესი
60-30-10 არის დიზაინის მარტივი წესი, რომელიც გვეხმარება შევარჩიოთ ფერები ჩვენი სახლისთვის.
ოთახის ფერების 60%-სს უნდა შეიცავდეს მთავარი ელემენტები, როგორიცაა კედელი, დივანი, ხალიჩის ძირითადი ფერი, ასევე კაფელი (სამზარეულოსა და სააბაზანოში). ეს უნდა იყოს ძირითადი, დომინანტი ფერი ოთახში.
მეორეულ 30%-სს უნდა შეიცავდეს საგნები, როგორებიცაა: სავარძელი, საწოლი, ფარდები, დეკორატიული კედელი, ასევე კარები და გარკვეული ავეჯი. მეორეული ფერის მთავარი მიზანი კონტრასტის წარმოშობაა, რათა აღძრას ინტერესი. ეს ფერი სივრცეში შექმნის ილუზიას, თითქოს
მთავარ ფერის ნახევარზე მეტია.
რაც შეეხება 10%-სს, აქცენტირებისთვისაა – დეკორატიული აქსესუარები, ბალიშები, ხელოვნების ნიმუშები, ნათურები, სურათის ჩარჩოები, ეს ის ნივთებია, რომელიც გვინდა ყველაზე ხილვადი და მარტივად აღსაქმელი იყოს.
კომპლემენტარული ფერების სქემა
იმ წესებს შორის, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები იყენებენ, კომპლემენტარული ფერების სქემა ყველაზე მარტივად მიიჩნევა. სიმარტივე გამომდინარეობს ფერების სიმცირისგან. კერძოდ, ჩვენ ვიყენებთ ორ მოპირდაპირე ფერს შკალიდან, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
მაგალითად, ჩვენ შეგვილია მივიღოთ წითელისა და მწვანეს, ლურჯისა და ნარინჯისფერის, ყვითელისა და იისფერის კომბინაცია. როგორც ვხედავთ, ფერების ეს კომბინაცია კონტრასტულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი შემოიტანენ ძლიერ ენერგიას სივრცეში.
სასურველია, იფიქროთ მათზე, როგორც აქცენტის ფერებზე და გამოიყენოთ სხვა ბევრი გამანეიტრალებელი ფერი ბალანსისთვის.
ანალოგიური ფერების სქემა
თუ ვერ შეძელით ფერების ბორბალში გარკვევა, ანალოგიური ფერების სქემა თქვენთვიასა. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა აირჩიოთ ერთი ცენტრალური ფერი და შემდგომ ასევე გამოიყენოთ მის ორივე მხარეს არსებული ფერი. ამ შემთხვევაში, ორი ფერი იქნება ძირითადი, მესამე კი-მიქსი.
მაგალითად, წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რადგან თქვენ იყენებთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამ ფერს, გარკვეული პროპორცია არ უნდა დაირღვეს, რათა შევინარჩუნოთ ბალანსი. პროპორციის შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ წესი 60-30-10.
გახსოვდეთ, ვიზუალური მრავალფეროვნების შექმნისთვის, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შერჩეული ფერების სხვა ტონალობები. აქვე გეტყვით, თუ არ მოგწონთ მსგავსი კაშკაშა ფერები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეიტრალური ანალოგიური ფერების სქემა, რომელსაც, როგორც წესი, მოიხსენიებენ, როგორც მონოქრომული ფერების სქემას.
ასე რომ, არსებული ფერთა სქემები სახლის დეკორაციის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტებია. ეს ის ფერებია, რომელიც თქვენს სახლს მეტ სილამაზეს შეჰმატებს. ასე რომ, თქვენ გაქვთ მთელი პალიტრა ექსპერიმენტებისთვის.