დღეს დღეობით მთავარი აქცენტი კეთდება კომფორტზე (როგორც დიზაინში ასევე ფერთა ტონალობებში), როგორიც არის „granny style”, ვინტაჟური დეკორაცია, მდგრადი დიზაინი და კავშირი ბუნებასთან. ყოველივე ეს აქტიურად აგრძელებს თავისი აქტუალობის ზრდას.
კომფორტული სახლი
დღეს კომფორტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი სახლის მოწყობისა, ეს, ალბათ, ის არის, რაც დღეს ყველას გვსურს და გვჭირდება.
ჩვენ ახლა უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში, არამხოლოდ დასვენებისთვის, არამედ ჩვენ დავიწყეთ სახლიდან მუშაობა პანდემიით გამოწვეული საჭიროებებიდან გამომდინარე.
დიდი კომფორტული დივანი კომფორტული ქსოვილით (ველვეტი ისევ რჩება დიზაინის ტრენდად) არის ის, რასაც აქტიურად ვიხილავთ მომავალში.
მსგავსი ტიპის დასასხდომები ხშირად ღია ფერებშია გადაწყვეტილი, მაგალითად, ვარდისფერი, მდოგვისფერი ყვითელი და მწვანე.
სახლის ბუნებრივი იერი
გასულ წელს ჩვენ უფრო ძლიერ კავშირს ვგრძნობდით ბუნებასთან. შესაბამისად, განათებული ოთახები მცენარეებით ნელ-ნელა პოპულარობას იძენს.
დაამშვენეთ თქვენი სახლი გამწვანებით, გამოიყენეთ ფანჯრის რაფები მცენარეების გასაშენებლად, ასევე დაამატეთ ყვავილები, რათა შემატოთ მეტი ბუნებრიობა თქვენს სახლს.
მცენარეებთან ერთად ჩვენს ავეჯსა და სახლის დეკორაციას შეუძლია შექმნას სასიამოვნო გარემო ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ნივთებით.
როგორიცაა ტერაკოტას ლარნაკები, მარმარილოს ყავის მაგიდები, მოწნული კალათები და ხის ავეჯი, ყოველივე ეს ქმნის უფრო ორგანულ სახეს, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
ასევე, ჩვენ სახლის დეკორაციაში არა მარტო ვხედავთ მწვანე ფერებსა და ბუნებრივ მასალებს, არამედ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ მდგრადობას.