თანამედროვე სოფლის სახლის სტილის ინტერიერი პოპულარობით სარგებლობს. შთაგონება კი სოფლის ხის სახლია, რომელიც შეერწყა თანამედროვე სტილსა და ელემენტებს. სოფლის სახლის ინტერიერი განისაზღვება პრაქტიკუობითა და კომფორტით.

თანამედროვე სოფლის სახლის სტილს საფუძველი ჯერ კიდევ ძველმა, ამერიკის შეერთებული შტატების  მკვიდრმა, მოსახლეობამ ჩაუყარა. ისინი იყენებდნენ უკვე გამოყენებულ მასალებს, მაგალითად ხეს, რკინასა და ფოლადს.

სოფლის სახლის სტილის ინტერიერი გათვლილია პრაქტიკულულობასა და კომფორტზე, იყენებს ადვილად ხელმისაწვდომ მასალებს და ნეიტრალურ ფერებს. ხის ელემენტები და თეთრი ფერი მისი დამახასიათებელი ნიშნებია.

ამ სტილის სილამაზე სწორედ მის ფუნქციონალურობაში, ინდივიდუალიმსა და ისტორიაშია. სხვა სტილებისგან განსხვავებით მოცემული მიმდინარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ ავეჯისა და აქსესუარების მრავალფეროვნებით განსვსაზღვროთ ინტერიერის ინდივიდუალური იერსახე.როგორც ყველას, სოფლი სახლსის სტილსაც აქვს დიზაინის დამახასიათებელი ნიშნები.

ფერები

ფერთა გამით საზღვაო სტილის ანალოგია, რადგან თეთრსა და ნეიტრალურ,ძირითადად კრემისფერს, ფერებს იყენებენ. ეს ფერები ხაზს უსვამს სხვა ინტერიერის ელემენტებს, როგორიც არის ავეჯი და დეკორაცია.

ინტერიერში საერთო ფერებია წითელი, ტყის მწვანე ან ყვითელი.

დეკორაცია

დეკორაციისთვის გამოიყენეთ ძველი ელემენტები. ვინტაჟურ სტილში გადაწყვეტილი სკამები და მაგიდები, ხელოვნების რამდენიმე ნიმუში ან აქსესუარი. სტილისა და ტონის შესატყვისება ერთმანეთთან იძლევა პრაქტიკულობასა და მომხიბველობას.

სივრცის შესავსებათ და გასახალისებლად იყენებენ მცენარეებსაც. ხშირად შეხვდებით ბუხარს და ჭერზე ხის რიგელებს, რომელიც მეტად მყუდრო ელფერს სძენს ინტერიერს.

მასალა

ორგანული და ბუნებრივი მასალები თანამედროვე ფერმერების დეკორაციის საფუძველია.ავეჯიც ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი,დამუშავებული ხის მასალითა და უხეში ტექსტურით.

სამზარეულოსა და აბაზანაში იყენებენ სამრეწყველო ლითონის ნაზავს, ასევე დამახასიათებელია დიდი ზომის ნიჟარები.

სუფთა, მიმზიდველ ატმოსფეროზე აქცენტირებული, სოფლის სახლის სტილი განისაზღვრება სიმარტივით.

სანამ დაიწყებდეთ სახლის ამ სტილით მოწყობას, პირველ რიგში აირჩიეთ რომელს ანიჭებთ უპირატესობას, ტრადიციულ თუ თანამედროვე სოფლის სახის სტილს.

თუ არ ხართ დარწმუნებული რამდენად პასუხობს სოფლის სახლის სტილი თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებს, გადახედეთ ჩვენს სტატიას და შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო მიმდინარეობა:  ინტერიერის მოწყობის 10 პოპულარული სტილი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29.10.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა