შესულხართ ოთახში, სადაც თავი ავტომატურად მშვიდად და კომფორტულად გიგრძვნიათ? თუ დიახ, მაშინ ეს შეიძლება, სწორედ, ბალანსის დამსახურება იყოს. რა თქმა უნდა, ჰარმონიული გარემოს შექმნაში სხვა ფაქტორებიც იღებს მონაწილეობას, მაგრამ ბალანსის შექმნა ნებისმიერ ოთახში უმნიშვნელოვანესია დადებითი ემოციების შექმნისთვის.

სივრცის მოწყობა ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ, თუ გაეცნობით ბალანსის პრინციპებს.

ეს მნიშვნელოვანი გასაღებია ვიზუალური სტაბილურობის შექმნისთვის, ავეჯით, აქსესუარებით, ფერებით, ფორმებითა და ზომებით.

ყოველივე ამის გარეშე, ოთახი არაკომფორტულობის შეგრძნებას შექმნის.

გამოიყოფა ბალანსის სამი ძირითადი ტიპი: სიმეტრიული, ასიმეტრიული და რადიალური.

სიმეტრიული ბალანსი

სიმეტრიული ბალანსი მიიღწევა ნივთების განმეორებით ან სარკის ეფექტის გამოყენებით ცენტრალური ღერძის მიმართ.

ამ ტიპის ბალანსი ხშირად გვხვდება ბუნებაში, ჩვენი სხეულიც სიმეტრიული ბალანსის პრინციპებს ემყარება.

სიმეტრიას ინტერიერის დიზაინში შეუძლია აღძრას სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის შეიძლება შეფასდეს, როგორც სტატიკური, მოსაწყენი და წარმოსახვას მოკლებული.

სიმეტრიის მიღწევა შესაძლებელია ნახატების, ავეჯის, ფერების გამოყენებით.

ასიმეტრიული ბალანსი

ასიმეტრიული ბალანსი უკავშირება საგნის ვიზუალურ წონას.

იმის მიუხედავად, რომ ბალანსის მისაღწევად სივრცეში გამოიყენოს ერთი და იგივე საგნები, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ელემენტს მსგავსი ვიზუალური წონით ღერძის სხვადასხვა მხარეს, რათა მივიღოთ ასიმეტრიული ბალანსი.

ზოგადად, რთული ფორმები უფრო მძიმედ აღიქმება, ამდენად ისინი აქტიურად გამოიყენება ასიმეტრული ბალანსის მისაღწევად.

ასიმეტრიული ინტერიერი უფრო დინამიურია და ნაკლებად ხისტი, რადგან ამ დროს სხვადასხვა სახის ობიექტები ქმიან ბალანსს.

ბალანსის ამ ფორმის მიღწევა უფრო რთულია, ამიტომ მეტ დაკვირვებას მოითხოვს.

რადიალური ბალანსი

როგორც სახელწოდება გვეუბნება, რადიალური ბალანსი გულისხმობს საგნების ცენტრალური წერტილის გარშემო განლაგებას.

რადიალური ბალანსის მაგალითად ინტერიერის დიზაინში შეიძლება მივიჩნიოთ წრიულად განლაგებული სკამები მაგის ირგვლივ ან თუნდაც წრიული განათება.

თუ გსურთ, რომ ყურადღება ცენტრალური ნივთისკენ იყოს მიმართული, ამ შემთხვევაში, რადიალური ბალანსისის გამოყენება, ნამდვილად, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10.05.2021

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა