გლობალური დათბობის, კლიმატური პირობების ნეგატიური შედეგებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ენერგოეფექტური სახლების მშენებლობა. ისინი არამხოლოდ ენერგიის დაზოგვაში, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. უფრო მეტიც, თქვენი სახლი უფრო მტკიცე და კომფორტული გახდება.

ადგილმდებარეობა

ენერგოეფექტური სახლის მშენებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილმდებარეობა, ფორმა და სამშენებლო მასალები. ყოველივე ამას, დიდი გავლენა აქვს სახლის გაგრილებასა და გათბობაზე. სახლის ორიენტაცია კი განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობით მიიღებს სახლი მზის ენერგიას. 

გონივრულად შეარჩიეთ სახლის მდებარეობა. შუადღის მზე ზამთარში დაბალი კუთხით არის, ხოლო ზაფხულში მაღალი. შესაბამისად, თუ თქვენ ცივ კლიმატურ სარტყელში აპირებთ სახლის აშენებას, მნიშვნელოვანია, ისე განათავსოთ შენობა, რომ მაქსიმალურად მიიღოთ მზის ენერგია. სამხრეთისკენ მიმართული სახლები ზამთარში უხვად იღებს მზის სხივებს, ხოლო ზაფხულში პირიქით.

სავენტილაციო სისტემა

კარგად შემუშავებული სავენტილაციო სისტემა, არამარტო შეგიქმნით კომფორტს, არამედ ენერგიის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ, თქვენ ასე უფრო ნაკლებად გამოიყენებთ ელექტრო მოწყობილობებს, რომელიც გათბობასა და გაგრილებაში გვეხმარება. უფრო მეტიც, სახლის ვენტილაცია ასევე ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს. სავენტილააციო სისტემის უმარტივესი ფორმა კი ფანჯარაა. ენერგოეფექტური სახლის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ თქვენი სახლის დიზაინმა უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი, ბუნებრივი ვენტილაცია.

ამდენად, კარგად გააზრებულ სავენტილაციო სისტემას, შეუძლია შეამციროს საერთო ენერგიის გამოყენება და გახადოს თქვენი სახლი უფრო მეტად ენერგოეფექტური.

 

მოწყობილობები ენერგიის დაზოგვისთვის

ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად შესაძლებელია უფრო და უფრო ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც დაგეხმარებათ ენერგიის დაზოგვასა და ოპტიმიზაციაში. მსგავსი მოწყობილობები ფუნქციონირებისთვის იყენებს ბევრად ნაკლებ ენერგიას, რაც საბოლოოდ გადასახადებსაც შეგიმცირებთ.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭკვიანი AC კონტროლერები, ჭკვიანი თერმოსტატები, სამზარეულოს მოწყობილობები და ა.შ. მაგალითად, ჭკვიანი AC კონტროლერების გამოყენება დაგეხმარებათ 25%-ით დაზოგოთ გათბობისა და გაგრილების გადასახადები.

წყლის დაზოგვა

ენერგოეფექტური სახლის მშენებლობაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს წყლის დაზოგვის სისტემა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ აბაზანაში, ნიჟარაში, სარეცხ მანქანაში გამოყენებული წყალი გადაამუშაოთ და კვლავ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით. შეგიძლიათ დააინსტალიროთ სადერივაციო სისტემა, რომელიც სარეცხ მანქნაში გამოყენებულ წყალს გამოიყენებს აბაზანაში ან თქვენს ბაღში. ამ სისტემას შეუძლია შეამციროს თქვენი წყლის მოხმარება 50%-ით.

უფრო მეტიც, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ წყალი საშხაპესა და ჭურჭლის რეცხვის დროს. ახალი დაბალი ნაკადის წყლის მოწყობილობები ამცირებს წყლის მოწოდების რაოდენობას, უფრო თანაბრად ანაწილებს მას.

გადახურვის მასალა

გადახურვის მასალის სწორად შერჩევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ენერგოეფექტური სახლის მშენებლობაში. სწორად შერჩეულ მასალას შეუძლია, სათანადოდ გამოიყენოს მზის ენერგია. წელიწადის ცივ დღეებში შეინარჩუნოს სითბო, ხოლო ზაფხულში-სიგრილე. შესაბამისი გადახურვის მასალის ღირებულება შესაძლებელია ძვირიც კი იყოს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში, ზედმეტი დანახარჯის გარეშე, ის დაგეხმარებათ დაარეგულიროთ ტემპერატურა.

მზის პანელები

დღესდღეობით მზის პანელები ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ენერგოეფექტური საშუალებებია. თუ თქვენი სახლი მზის დასხივების აქტიურ ზონაში იმყოფება, მაშინ მზის პანელების გამოყენება, მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს ელექტროენერგიის გადასახადებს. მას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, ეს არის ინვესტიცია, რომელიც თვითკმარია.  

მზის პანელები ეკოლოგიურად სუფთაა, ის მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. ასევე თქვენ შეგიძლიათ მიღებული ენერგია წყლის გასათბობადაც გამოიყენოთ.

 

 

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 25.06.2021

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა