მწვანე არქიტექტურა, მწვანე დიზაინი არის ერთგვარი მიდგომა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სამშენებლო პროექტების მავნე ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ამ შემთხვევაში, არქიტექტორი და დიზაინერი ცდილობს ეკოლოგიური სამშენებლო მასალებისა და შესაბამისი მიდგომების გამოყენებით დაიცვას წყალი, ჰაერი, დედამიწა დაბინძურებისგან.

„მწვანე“ შენობის საერთო მახასიათებლები

მწვნე არქიტექტურის უმთავრესი მიზანია, იყოს სრულად მდგრადი. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები ქმნიან მწვანე არქიტექტურას მდგრადი განვითარების მიღწევისთვის. რამდენიმე არქიტექტურული შედევრი, მაგალითად, გლენ მურკუტის 1984 წლის მაგნეის სახლი, მწვანე არქიტექტურის ექსპერიმენტი იყო. მართალია, ყველა „მწვანე“ შენობას არ აქვს ყველა ჩამოთვლილი მახასიათებელი, მაგრამ ისინი შეიძლება შეიცავდნენ:

  • სავენტილაციო სისტემები, ეფექტურად გათბობისა და გაგრილებისთვის;
  • ენეგო ეფექტური განათება და ტექნიკა;
  • წყლის დაზოგვის სანტექნიკა;
  • ადგილობრივი მცენარეული საფარის კეთილმოწყობა და პასიური მზის ენერგიის მაქსიმალური გამოყენება;
  • მინიმალური ზიანი გარემოს;
  • ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზის ენერგია ან ქარის ენერგია;
  • არატოქსიკური მასალების გამოყენება;
  • ადგილობრივი ქვისა და ხის გამოყენება;
  • ძველი შენობების ადაპტაციური გამოყენება;
  • მეორეული არქიტექტურული ნარჩენების გამოყენება;
  • სივრცის ეფექტურად გამოყენება;
  • მიწის ოპტიმალური ადგილმდებარეობის შერჩევა, რაც მაქსიმალურად გაზრდის მზის სხივებს, ასევე ქარის ენერგიას;

მდგრადი მომავლისკენ

მწვანე არქიტექტურას მასთან დაკავშირებული უამრავი სახელი და ცნება აქვს, გარდა მდგრადი განვითარებისა. ზოგიერთი ადამიანი მას ეკოსაც კი ეძახის, რაც ხაზს უსვამს მის ეკოლოგიურობას. ასევე, ეკოლოგიური არქიტექტურა ან არქოლოგიაც კი შეიძლება ეწოდოს.

შენობა შესაძლებელია გამოიყურებოდეს შესანიშნავად, აშენებული იყოს ძვირადღირებული მასალით, მაგრამ არ იყოს „მწვანე“. ანალოგიურად, შეიძლება ის იყოს „მწვანე“, მაგრამ ვიზუალურად არც იმდენად მიმზიდველი. თუმცა, უდავოა, მწვანე არქიტექტურა უკეთესი არქიტექტურული მომავლის ჩამოყლიბების მნიშვნელოვანი ნაწილია.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 01.06.2021

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა