ახალი საგანმანათლებლო მიდგომის - მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა - ე.წ „STEM“ ( Science, Technology, Engineering, and Mathematics) მიმართ ინტერესი წარმოუდგენლი სისწრაფით იზრდება მსოფლიოს მასშტაბით.

ახალი ტექნოლოგიები და პედაგოგიური მიდგომებები განსაზღვრავს სწავლების ახლებურ მეთოდებს ციფრულ სამყაროში გაზრდილი თაობისთვის. 

სასწავლო დაწესებულებები, სკოლები აფართოებენ თავიანთი STEM შესაძლებლობების არეალს სტუდენტებისთვის, ატრენინგებენ მასწავლებლებს, რათა შეძლონ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიწოდება.

ისინი ასევე ახორციელებენ ახალი შენობების პროექტირებასა და არსებული სკოლების რემოდელირებას, რათა უზრუნველყონ STEM  განვითარებადი თანამედროვე  სასწავლო პროგრამის მხარდაჭერა.

ძირთადი გამოწვევა, რაც დგება STEM საგანმანათლებლო პროგრამის დამგეგმავების, არქიტექტორებისა და პედაგოგების წინაშე, არის სასწავლო პროგრამისა და აქტიობების მუდმივი ცვალებადობა/განვითარება.

როგორ უნდა მოხდეს ამ პროგრესირებადი ტენდენციების გადმოტანა დიზაინირების პროცესში? 

არქიტექტორები და დიზაინერები სახავენ ახალ გზებსა და მიდგომებს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეების დაგეგმარებისთვის,  რისთვისაც წინა პლანზე აყენებენ სტუდენტების მოთხოვნილებების გათვალისწინებას.

STEM  საგანმანათლებლო დაწესებულება ეფექტური  რომ იყოს,  უნდა პასუხობდეს სხვადასხვა სასწავლო აქტიობის მოთხოვნებს, მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიებსა და

რეალობას, რათა შექმნას ძალიან დეტალური, სპეციფიკური და ხშირ შემთხვევაში ძვირადღირებული დიზაინი და სამშენებლო გადაწყვეტილებები STEM პროგრამის დაწყებამდე.

იდეალურ შემთხვევაში, თავდაპირველად უნდა მოხდეს STEM პედაგოგების შერჩევა და პროგრამის დამტკიცება, რაც მნიშვნელოვანად იმოქმედებს დიზაინირების პროცესზე და შესაბამის გავლენას იქონიებს STEM დაწესებულების საბოლოო იერ-სახეზე.  

არსებული შენობების განახლებისას კი მაქსიმალურად უნდა განხორცილდეს პედაგოგების ჩართულობა მათი მომავალი სასწავლო სივრცის დაგეგმვის, დიზაინის შემუშავების, ავეჯისა და სხვა აღჭურვილობის შერჩევის პროცესში.

მოცემული სტატია ეხმიანება და განიხილავს ზემოღნიშნულ პრობლემებს, რაც ამავდროულად სასარგებლო იქნება მისთვის, ვინც ზუსტად იცის, თუ როგორ სურს საკუთარი სივრცის მოწყობა.

STEM-ის სასწავლო სივრცის დაგეგმარებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას პრაქტიკული სწავლების არეალის არსებობა.

იდეალურ შემთხვევაში STEM-ის სივრცე თავისი ინფრასტრუქტურით უნდა ერგებოდეს ყველა ტიპის აქტიობას, რომელიც  შესაძლოა განხორციელდეს სასწავლო პროცესში. 

ასეთი ინფრასტრუქტურის მაგალითები შესაძლოა იყოს:

- სველი წერტილები (იატაკი, ნიჟარა, ონკანი)

- კვამლის გამტანი-ენერგიის წყარო (შედუღებისთვის და სხვა აქტიობებისთვის)

- „მწვანე კედელი“და ფიქსირებული აპარატურა ჩანაწერებისთვის

- ტესტირებისთვის განკუთვნილი სივრცე

საუკეთესო არქიტექტორები და დიზაინერები, რომლებიც მუშაობენ STEM სივრცეებზე, იაზრებენ თუ როგორი შეიძლება იყოს რეალობაში STEM პროგრამის განხორციელება.

საკლასო ოთახები საჭიროა იყოს ადაპტირებული, მოქნილი, მობილური და ერგონომიული.

STEM-ის ოთახები შესაძლოა იყოს ხმაურიანი, სადაც კითხვებზე სწორი პასუხები იქნება გაცემული, ხოლო წარუმატებლობა შეფასდება, როგორც პოზიტიური ნაბიჯი შემდგომი აღმოჩენებისა და წარმატების გზაზე.

მოსწავლეები გუნდურად გამოიყენებენ პრაქტიკული სწავლების მეთოდებს, რათა გადაჭრან რეალური მსოფლიო პრობლემები... მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი ოთახები და სივრცეები, რათა გახდნენ უფრო კრეატიულები, ინოვატორები, კრიტიკულად მოაზროვნეები.

STEM-ი წარმოადგენს ინტეგრირებულ, პროექტებზე დაფუძნებულ, პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას, ამიტომაც მოსწავლეებს სჭირდებათ სივრცეები, სადაც მცირე ჯგუფებში შეძლებენ თავიანთი პროექტების დაგეგმვასა და განხილვას.

STEM-ი გავლენას ახდენს და რეალურად ცვლის დიზაინერების შეხედულებებს საკლასო ოთახების კონცეფციის თაობაზე.

მაგალითად, წარსულში საკლასო და ლაბორატორიული სწავლების ოთახები იყო გამიჯნული. დღესდღეობით კი ტერმინი “lab/classroom” გამოიყენება კომბინირებული სივრცის აღსანიშნად, რომელშიც მოსწავლეებს ერთი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შეუძლიათ დისკუსიიდან გადაინაცვლონ პრაქტიკულ მუშაობაზე და პირიქით.

არსებული დიზაინერული კვლევებით, STEM სასწავლო ოთახში თითო სტუდენტზე გამოყოფილი უნდა იყოს მინიმუმ 5.57 კვადრატული მეტრი და ოთახში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა იდეალურ შემთხვევაში 24-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სტუდენტური საპროექტო სივრცეები, რომლებიც ადვილად მისადგომი უნდა იყოს როგორც საკლასო ოთახებიდან, აგრეთვე გარე სივრციდან.

ასეთი წვდომა მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მათ მიერ შექმნილი მოდელების ტესტირება და განთავსება სხვადასხვა ბარიერის გარეშე. „ტექნოლოგიები უნდა იყოს ყველგან“ - ეს არის STEM საკლასო ოთახის კრედო.

პლანშეტური მოწყობილობები საჭიროა იყოს ხელმისაწვდომი და დაკავშირებული უკაბელო ინტერნეტთან.  საინჟინრო ასპექტი უნდა მოიცავდეს CAD ეკრანებს, პრინტერებს (3D ჩათვლით) და პლოტერებს.

დაკავშირება უმნიშვნელოვანესია, ციფრული მოწყობილობები აუცილებელია, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ მუდმივი წვდომა გლობალურ მონაცემებთან და სხვა რესურსებთან.  

STEM- ის ოპტიმიზირებული საკლასო ოთახი უნდა უზრუნველყოფდეს დაკავშირებას ელ-ენერგიასთან, ასევე უკაბელო ინტერნეტთან კომპიუტერის ან პლანშეტისათვის.

STEM ავეჯი

მიზანშეწონილია, რომ მნიშვნელოვანი ინვესტირება მოხდეს STEM ავეჯში მისი მაქსიმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის, რათა ის იყოს მოდულური და მტკიცე. 

ფუნქციონალური დატვირთვა ამართლებს დანახარჯს.

დასაჯდომი საშუალებები

ტრადიციული, ერთფუნქციანი საკლასო ავეჯის ეპოქა დასრულდა.  

STEM საკლასო ოთახებში უნდა იყოს დასადგომი მოწყობილობები, უზურგო სკამები, გორგოლაჭებიანი სკამები, ასევე მოსასვენებელი სავარძლები კოლაბორაციისთვის.

ამრიგად, საკლასო ოთახებში დასაჯდომი საშუალებები უნდა იძლეოდეს მოძრაობის, პოზიციონირებისა და ფუნციურობის ფართო შესაძლებლობებს.

მერხები და მაგიდები

პროექტებზე დაფუძნებული სწავლების განხორციელებისთვის საჭიროა ისეთი მერხები ან მაგიდები, რომლებიც შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირებული იქნას კომპაქტური ბოძებით, რაც მოერგება სტუდენტების 6-8 კაციან ჯგუფებს.

ამ საკითხში უმნიშვნელოვანესია ინვენტარის მოქნილობა და გადაწყობის შესაძლებლობები სხვადასხვა დანიშნულებისთვის.

მაგალითად, ისეთი სამუშაო მაგიდები, რომლის უკანა მხარე ტრიალდება წინ (წარმოიდგინეთ ღვეზელის ფორმა), იძლევა მჯდომი პირისთვის გარშემო მჭიდრო წრის შექმნისა და კომფორტულად მორგების საშუალებას. 

მაგიდების დიზაინი და გამოყენებული მასალები უნდა იყოს STEM მოთხოვნების შესაბამისად მრავალფეროვანი. სამუშაო ზედაპირები უნდა უძლებდეს მაღალ ტემპერტურასა და ქიმიკატებს, ფართო უნდა იყოს არჩევანი მაგიდების სიმაღლის მხრივაც.

ყოველივე აღნიშნული კი უნდა ხდებოდეს სამუშაო ზედაპირის ფართობის შემცირებისა და სტაბილურობის დარღვევის საფრთხის გარეშე.

სათავსოები

სტუდენტური პროექტების უმეტესობა STEM გარემოში შეიძლება ჩატარდეს ერთზე მეტი საკლასო დროის მანძილზე.

ამიტომ აუცილებელია, რომ გამოიყოს სივრცე მიმდინარე პროექტების დატოვებისა და შენახვისათვის, ასევე პედაგოგებისთვის საჭიროა მობილური საცავის არსებობა, სადაც მოათავსებენ პრაქტიკულ საპროექტო მასალებსა და ინსტრუმენტებს, მობილურ პროექტორებსა და კომპიუტერებს პრეზენტაციებისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ STEM-განათლებისთვის საჭირო დინამიური სამეცნიერო სასწავლო დაწესებულების დაგეგმარებისთვის აუცილებელია არქიტექტორებისა და დიზაინერების მჭიდრო პარტნიორობა.

STEM–ის შენობა უნდა წარმოადგენდეს კერას სტუდენტების, მასწავლებლებისა და ვიზიტორების საქმიანობისთვის. ეს უნდა იყოს კარიბჭე გახმაურებული პროგრამებისთვის.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13.07.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა