თანამედროვე არქიტექტურა 21-ე საუკუნის არქიტექტურაა, რომელშიც რომელიმე კონკრეტული სტილი არ არის გამოკვეთილი. თანამედროვე არქიტექტორები რამდენიმე სხვადასხვა სტილის ნამუშევარს ქმნიან, როგორც პოსტ მოდერნისტული და მაღალტექნოლოგიური მიდგომებით, ასევე კარგად გამოხატული კონცეფტუალური და ექსპრესიული ფორმებით.

სხვადასხვა სტილის და მიდგომის საერთო დამახასიათებელი შტრიხია მოწინავე ტექნოლოგიების და თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება, მაგალითად: მილისებრი სტრუქტურა, რომელიც უფრო მაღალი შენობის მშენებლობას უწყობს ხელს, უფრო მსუბუქი და ძლიერია, ვიდრე 20-ე საუკუნის სტრუქტურები, ასევე, უახლესი ტექნიკის და კომპიუტერული პროგრამების გამოყენება, რაც ზუსტი ზომების განსაზღვრით უზრუნველყოფს სწრაფ  3 განზომილებიან მოდელირებას და მშენებლობას.                         

თანამედროვე შენობები და მათი სტილი ცვალებადია. ზოგი მათგანი ბეტონის სტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც შეფუთულია მინით ან ალუმინის ეკრანებით, ასიმეტრიული ფასდებით და ქუჩებზე გადმოკიდული კონსოლური მონაკვეთებით.

აღსანიშნავია  მრავალწახნაგიანი და კრისტალური ფორმის ცათამბრჯენები, ასევე ფასადები, რომლებიც ბზინავს და დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა შეფერილობას იღებს.


თანამედროვე არქიტექტურის მახასიათებლები

კლასიკური იდეები, რომელთა განვითარების არეალი ამოცნობადი და პროგნოზირებადია გამდიდრდა სპეციფიკური დიზაინის ელემენტების გამოყენებით, რაც უფრო მეტად მოქნილია.

თანამედროვე არქიტექტორები ცდილობენ ინოვაციური, დახვეწილი იდეების განვითარებას და თავს არიდებენ ტრადიციებსა და ნორმებზე მორგებას. ამის მისაღწევად კი იყენებენ თანამედროვე მასალებს.

ამგვარი შენობების ინოვაციური და კრეატიული დიზაინი დასაფასებელია, რადგან ისინი ესთეტიკისა და განსაკუთრებულობის შეგრძნებას იწვევს.


უფრო მეტიც, თანამედროვე არქიტექტურაში გამოიყენება სამშენებლო მასალების ვრცელი ნაირსახეობა, რაც მოიცავს ბეტონს, მინას, ხეს, ალუმინს და ა.შ. მატებს რა კონტრასტს და საინტერესო ელფერს თანამედროვე პროექტებს.

მაგალითად, დიდი ზომის ფანჯრები, რაც ინტერიერში მეტი ბუნებრივი განათების შეღწევას უწყობს ხელს და ქმნის ღია სივრცეებს, ამავდროულად უზრუნველყოფს მეტი სუფთა ჰაერის შემოდინებას, რაც ზოგავს კონდიცირების ხარჯებს.

თანამედროვე შენობებს ხშირად აქვთ არასიმეტრიული და ინოვაციური ფორმები.

ტენდენცია-მდგადობის შეგრძნება

დღესდღეობით გლობალური დათბობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებული ზომების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოსთვის.

ამიტომაც, თანამედროვე არქიტექტორები გადავიდნენ ენერგოეფექტური შენობების დაპროექტებაზე, რაც მოიცავს სოლარული პანელების გამოყენებას გადახურვაზე და სხვა მრავალი ენერგო დამზოგავი ღონისძიების გატარებას.

21-ე საუკუნის მზარდი ტენდენციაა ეკო-არქიტექტურა, რაც გულისხმობს ისეთი შენობების დაპროექტებას, რომლებიც ხასითდება სითბოს და ენერგიის შენახვით და ზოგიერთ შემთხვევაში თავად წარმოქმნიან მას სოლარული პანელების და ქარის ენერგიის მოწყობილობების დახმარებით.

შესაძლებელია წვიმის წყლის მოგროვება და მისი გამოყენებაც. ზოგიერთი ენერგოეფექტური შენობა აერთიანებს მწვანე საფარს კედლებზე და სახურავზე. ეკო-არქიტექტურის მახასიათებლებია აგრეთვე ხის და გდამუშავებული მასალების გამოყენება. 

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 20.05.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა