მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურობის სხვადასხვა ასპექტებზე, მათ შორის საცხოვრებელ სივრცეებზე. შესაბამისად, აუცილებელია სწორად და გონივრულად შეირჩეს სამშენებლო მასაები, რომლებიც გაუძლებს ცვალებად კლიმატურ პირობებს.

ხის, ბეტონის ბლოკების და აგურის პარალელურად გაჩნდა ახალი სამშენებლო მასალები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობენ.

პოლისტირონის მასალის გამოყენება შესაძლებელია ეკო-მეგობრული სახლების ასაშენებლად დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

სწორი გეგმარებისას პოლისტიროლი წარმოადგენს ენერგოეფექტურ და მდგრად მასალას, რომელიც ხელსაყრელია სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. მართლაც, პოლისტირონის კედლის შემავსებელი საკმაოდ თერმოეფექტურია და წარმოადგენს გადამუშაებად მასალას.

ის უზრუნველყოფს მუდმივ იზოლაციას არა მხოლოდ კედლებში, არამედ სახურავებსა და იატაკებში.

პოლისტირონის გამოყენებით შესაძებელია დაბალბიუჯეტიანი კომპაქტური სახლების მშენებლობა რაც საშუალოდ 40%-ით ნაკლებ ბიუჯეტს მოითხოვს  ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით (ბეტონი, ცემენტი, ქვიშა).

პოლისტირონი მავთულ-ბადის და ბეტონის დაფარვის კომბინაციით წარმოადგენს მსუბუქ კონსტრუქციას, რომელიც უძლებს ძლიერ დატვირთვას.

პოლისტიროლის ტოლერანტული მახასიათებელი მას „მწვანე“ და ეკოლოგიურად სამშენებლო მასალად აქცევს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ეწინააღმდეგება პოლისტიროლის გამოყენებას შენობებში. ძირითადი კრიტიკა კი საიზოლაციო პანელებში ტოქსიკური მასალების არსებობას უკავშირდება. (ჰექსაბრომოციკლოდიოდეინი HBDC)

თუმცა, პოლისტიროლის პანელების ალტერნატიულ  მასალებთან კომბინაცია, როგორიცაა მინერალური ბამბა ან პოლიუთერანი, რომლებიც არ შეცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მსოფლიოს მასშტაბით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ეკო-მეგობრული საცხოვრებლების მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა.

 
სურათზე წარმოდგენილია პოლისტიროლით აგებული მარტივი, ეკომეგობრული სახლი.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19.06.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა