თითოეული პროექტის საწყის ეტაპზე ვადგენთ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ შესყიდვების დეტალურ გეგმას, სადაც მკაფიოდ ასახულია შესყიდვების მეთოდოლოგია და მათი სპეციფიკა.
პროცედურების მკაფიოდ განსაზღვრული თანმიმდევრობა აუცილებელია პროდუქციის მიწოდების წარმატებით და დროულად განსახორციელებლად.
შესყიდვების მონიტორინგი
შესყიდვების მონიტორინგს ვახორციელებთ სპეციალურად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, სადაც უწყვეტ რეჟიმში ვახდენთ წვდომას ყველა ღონისძიებაზე, როგორიც არის გამოცხადებული ტენდერები, ხელშეკრულებები, გადაზიდვები, საბაჟო პროცედურები და პროდუქციის ადგილზე მიწოდების ვადები.
პროექტირების პროცესში წინასწარ დგება ზუსტი შესყიდვების სქემა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კონცეფციასთან შესაბამისობის მისაღწევად და სამუშაო გრაფიკში შეფერხებების თავიდან ასარიდებლად.
შესყიდვების მომსახურება მოიცავს:
+ შესყიდვების გრაფიკის შედგენა
+ ტენდერის შესრულება და ანალიზი
+ ფინანსური ოპერაციების განხორციელება
+ საბაჟო და ლოჯისტიკური საკითხები
+ შენახვა-დასაწყობების საკითხები
+ პროდუქციის მიწოდება