"სპექტრუმ"-ის ენერგო-აუდიტის მომსახურება მოიცავს როგორც უკვე აშენებულ ობიექტებში ენერგოეფექტური ცვლილებების შეტანას, ისე მიმდინარე პროექტებში რიგი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას.
გლობალური დათბობის პირობებში შენობების ენერგოეფექტურ კოეფიციენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც განაპირობებს როგორც მომხმარებლის ენერგო-რესურსების გადასახადის მკვეთრ კლებას, აგრეთვე ბუნებაზე მავნე ზემოქმედების შემცირებას და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნის და შენარჩუნების ხელშეწყობას.
ჩვენი ენერგო-აუდიტის დეპარტამენტი გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებებს როგორც არსებული კომერციული ისე საცხორებელი ობიექტებისთვის.
ენერგო-აუდიტის მომსახურეობა მოიცავს:
+ არსებული შენობების კონსტრუქციული ელემენტების თბოგადაცემის კოეფიციენტების დადგენა
+ პროექტის ენერგოდაზოგვის პოტენციალის განსაზღვრა
+ ენერგეტიკული ბალანსის ანალიზი მოხმარებული ენერგო რესურსების სახეობის მიხედვით
+ ენერგო ბალანსის ანალიზის საფუძველზე ენერგო-ეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა
+ თითოეული ენერგო-ეფექტური ღონისძიების ეკონომიკური ანგარიში
+ ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების ანალიზი
+ ენერგო-ეფექტური ღონისძიებების განხორციელების დეტალური პროექტირება