"სპექტრუმი" უზრუნველყოფს ბიოფილიური ელემენტების პროექტებში მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ითვალისწინებს ბუნების პარამეტრების ინტეგრირებას შენობა-ნაგებობებში.
ბიოფილიური პროექტირება ითვალისწინებს კაცობრიობის ბიოლოგიურ კავშირს ბუნებასთან და არქიტექტურულ გარემოში უზრუნველყოფს ბუნებრივი ელემენტების მაქსიმალურ ინტეგრირებას.
პროექტირების ასეთ მეთოდოლოგიას შეუძლია შეამციროს სტრესი, გააუმჯობესოს ადამიანების კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს გარემოს გაჯანსაღებას.
მეთოდოლოგია
ჩვენი მეთოდოლოგიის მთავარი შთაგონების წყარო ბუნებასთან სიახლოვე და მისი პარამეტრების დეტალური შესწავლა.
ეს პროცესი ნათლად არის ასახული ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში და განუწყვეტელ შემოქმედებით ძიებაში, თუ როგორ მოვახდინოთ ბუნების მახასიათებლების ინტეგრირება ჩვენს საპროექტო მოცემულობებში.
თითოეული პროექტის ადგილმდებარეობა და მისი გარემოს ბუნებრივი პირობები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჩვენი პროექტირების პროცესის ჩამოყალიბებაში და მისი ინდივიდუალური ხასიათის დადგენაში.
ბიოფილური პროექტირების მომსახურება მოიცავს:
+ ბუნებრივი ანალოგების შესწავლა
+ პროექტირების სივრცული ელემენტების ბუნებრივ პარამეტრებთან დაკავშირება
+ კლიმატური პირობების, ეკოლოგიის და ადგილობრივი კონტექსტის ანალიზი
+ ინტერიერის სივრცეში ბუნებრივი განათების ზეგავლენის ანალიზი და ზემოქმედების ნიმუშები