თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

თბილისთან ახლოს, ქვემო წყნეთში მდებარე ინდივიდუალური სახლის პროექტი გამოირჩევა საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი ფიჭვნარის საფარით. დიდ გამოწვევას წარმოადგენდა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა არსებული ლანდშაფტი და შეგვექმნა პროექტი, რომელშიც ჰარმონიულად იქნებოდა ერთმანეთთან შერწყმული ბუნება და საცხოვრებელი გარემო.

     ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 320 მ2, რომლის კონცეფცია ემყარება ბუნებისა და საცხოვრებელი სივრცის ეფექტურ ინტეგრაციას.

განსაკუთრებული დეტალი

      ხეების მოჭრის თავიდან ასაცილებლად შემუშავდა პროექტის ისეთი საინტერესო დეტალი, როგორიცაა აივნის, ტერასის და სახურავის ფილებზე ღიად დატოვებული ადგილები, სადაც მოქცეულია არსებული ფიჭვები. ეს იდეა შენობას და ბუნებას ერთმანეთის განუყოფელ ნაწილებად აქცევს. საპროექტო შენობის ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ხის მასალით და ტრავერტინით.

ბუნებასთან სინთეზი

      წყნეთის სახლის პროექტი ხაზს უსვამს ინტერიერის სინთეზს ბუნებასთან, კომფორტის და უშუალო გარემოს ტენდენციის გათვალისწინებით. შიდა სივრცესა და გარე ლანდშაფტს შორის კავშირი კარგად აღიქმება პირველ სართულზე განთავსებული მისაღები ოთახის მინის კედლით, რომელიც გამოდის ეზოში, ტერასაზე და მისი კარებების სრული გაღებით ქმნის ღია სივრცეს, რომელიც უერთდება ეზოს ფიჭვნარს. გარდა მისაღები ოთახისა, პირველ სართულზე განთავსებული სამზარეულოს და კაბინეტის სივრცეებიც მოხერხებულად უერთდება ეზოს ბუნებრივ ლანდშაფტს. აღსანიშნავია წყლის სარკე, რომელიც მდებარეობს მისაღები ოთახის წინ განთავსებული ტერასის გასწვრივ, რაც დამატებით უსვამს ხაზს ბუნების და საცხოვრებელი სივრცეების ჰარმონიული შერწყმის ესთეტიკას.

ენერგოეფექტურობა

      პროექტზე მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის სწორ ორინეტაციას, დათბუნებას და სწორი მასალების შერჩევას მაქსიმალური ენერგოეფექტურობის მიღწევის მიზნით. წყნეთის კერძო სახლის პროექტი ეზოს ბუნებრივი ფიჭვნარის და საცხოვრებელი სახლის შენობის იდეალური სინთეზია.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 30.05.2020
ტერიტორიის ფართობი
894მ²
სართულების რაოდენობა
2
სიმაღლე
8მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
კონსულტატები
Cubicon
სერვისები
არქიტექტურა-მშენებლობა

საქართველო, წყნეთი

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა