კანზასი, აშშ
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

პროექტის მიზანს მოქმედი სტეიკ-ჰაუსისთვის, "Chester’s Chophouse & Wine Bar", ახლებური ხიბლის მიცემა და ამავდროულად, ძველი იერსახის შენარჩუნება წარმოადგენდა. 

ობიექტზე მუშაობისას გაფართოვდა რესტორნის სივრცე, მოხდა სხვადასხვა დანიშნულების დარბაზების ინტეგრირება მოძრავი კედლის ტიხრებით და დაემატა ღვინის სადეგუსტაციო კუთხე.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს რესტორანში არსებული ხის ბარის და კედლის მოსაპირკეთებელი პანელების შენარჩუნება წამოადგენდა, რის მიხედვითაც შეირჩა ფერთა პალიტრა, მასალები და ტექსტურები.

აღსანიშნავია, რომ რესტორნის დარბაზის ერთ-ერთ ინტერიერში გამოყენებულია ქართული ფერწერული ნამუშევრები.

კონტექსტი

სხვადასხვა დანიშნულების დარბაზები გამოიჩევა უნიკალური ინდივიდუალური ხასიათით და ამავდროულად ეხმიანება სარესტორნე სივრცის ერთიან სტილს.

თბილი, მუქი ფერთა გამა, მრავალფეროვანი მოსაპირკეთებელი მასალები, ნატურალური ხის და ტყავის ფაქტურები, ქმნიან მყუდრო და დახვეწილ გარემოს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ კონტექსტს და საპროექტო ობიექტის შინაარსს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 20.03.2020
დამკვეთი
კონფიდენციალური
კონსულტატები
GLMV Architecture
სერვისები
ინტერიერის დიზაინი

1550 N Webb Rd, ვიჩიტა, KS 67206, აშშ

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა