სასტუმრო "Radisson Collection" -ის მწვანე ფასადი შთანთქავს დიდი რაოდენობით CO2-ს, ამცირებს ენერგიის მოხმარებას და ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას.
სასტუმრო "Radisson Collection" მდებარეობს კახეთში, წინანდალში, ალექსანდრე ჭაჭავაძის სახლ-მუზეუმის ისტორიული პარკის ტერიტორიაზე. მისი ფასადი მთლიანად ბუნებრივი საფარით არის დაფარული.
მის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა სახეობის მცენარის ჯიში ქმნის ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს გარემოს გაჯანსაღებას.
მწვანე ფასადი
სასტუმროს ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ და გამორჩეულ ელემენტს მისი მწვანე ფასადი წარმოადგენს. ეს სასტუმრო საქართველოში ერთადერთია, რომლის ფასადიც მთლიანად მწვანე საფარით არის შემოსილი და მნახველს უქმნის განცდას, რომ შენობა ლანდშაფტის ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია.
მწვანე ფასადი აღჭურვილია ავტომატური მორწყვის სისტემით, რომლის ფუნქციონირება უკავშირდება მზის სხივების ინტენსიობას და მცენარეების მდგომარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.