თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

"სპექტრუმ"-მა შეასრულა ტექნიკური არქიტექტორის როლი საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისის პროექტის წინადადების განხორციელებაში, რომელიც წარადგინა ამერიკულმა კომპანიამ „GLMV Architecture Inc.“ და გაიმარჯვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ კონკურსში.

კონცეფცია 

        საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისის პროექტის ძირითადი კონცეფცია მისი ფორმის, ესთეტიკის, იდეოლოგიის და ფუნქციის სინთეზია. შენობის იდეოლოგია უკავშირდება წრეწირის გეომეტრიულ ფორმას, რაც მარადიულობის და უწყვეტი არსებობის წყაროდ არის მიჩნეული. წრეწირის სრულყოფილი ფორმა ასოცირდება მდგრადობასთან და ეროვნული ბანკის ფუნქციის ანალიტიკურ ხასიათთან, რაც იდეოლოგიურად ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას უკავშირდება. წრეწირის გარე დიამეტრი შეადგენს 60 მეტრს, ხოლო შიდა გარსის - 28 მეტრს, რაც შენობაში ქმნის შიდა ატრიუმს. ატრიუმის მინის გადახურვა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ლოგოს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის უშუალო კავშირს შენობის ფუნქციასთან.

კონტექსტი         

         წარმოდგენილი პროექტის ფუნქციონალური და არქიტექტურული ხასიათის ჩამოყალიბებისას, ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ენერგოეფექტურობის კონცეფციის განმსაზღვრელი პირობები. კონცეფცია წარმოდგენილია სოლარული პანელების სისტემით, რაც განაპირობებს ელექტროენერგიის დიდი ნაწილის მოპოვებას თბური პომპების მეშვეობით. შენობის კინეტიკური ფასადის დაახლოებით 75%-ზე გათვალისწინებულია განათების სენსორებთან დაკავშირებული უჟანგავი ლითონის ბადის ჟალუზები, რომლებიც მზის სხივის ინტენსივობის გათვალისწინებით ავტომატურად იღება და იკეტება. ფასადის მთლიანი მინის სისტემა ემყარება მზის მდებარეობას და არეკვლის U და G პარამეტრებს, რაც აძლიერებს გათბობა-გაგრილების ეფექტს.

ერთიანობა

    შენობის თითოეული სართულის განლაგება და დაგეგმარება ერთიანობის ცნებით არის განმსჭვალული. ატრიუმის შიგნით, სართულები ეფექტურად უკავშირდება ერთმანეთს პანდუსებით, რაც უზრუნველყოფს მარტივ და კომფორტულ მიმოსვლას. ინდივიდუალურად შემუშავებული არქიტექტურული განლაგება მიესადაგება ბანკის ნორმატივებს, ავეჯის ჩათვლით, რომლის დიზაინიც სპეციალურად შემუშავდება. შენობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია პანორამული (ჭკვიანი) ლიფტების სისტემა, რომელიც განთავსებულია ატრიუმში და მინიმალური ლოდინის პერიოდის პარალელურად წარმოადგენს დღის სინათლით სავსე ატრიუმში გადაადგილების სასიამოვნო და შთამბეჭდავ საშუალებას.

     ეროვნული ბანკის სათავო ოფისის ენერგოეფექტური და ვიზუალურად დახვეწილი ფასადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია  სამი ორ-სართულიანი ატრიუმის სივრცეები, რომელთა მეშვეობითაც გარესამყაროსთვის ხილვადი ხდება შენობის შიდა ინფრასტრუქტურა და ამავდრულად მყარდება ერთგვარი კავშირი ისტორიული უბნის ურბანულ სტრუქტურასთან.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 20.07.2020
ტერიტორიის ფართობი
8.779მ²
სართულების რაოდენობა
12
სიმაღლე
42მ
დამკვეთი
საქართველოს ეროვნული ბანკი
კონსულტატები
GLMV Architecture, Cubicon, GKD
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

საქართველო, თბილისი, ცირკის ტერიტორია #1

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა