ქარელი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

თანამედროვე აგარაკის პროექტი ქარელში აერთიანებს დიზაინის სუფთა, გლუვ ხაზებს და აგარაკის მყუდრო ესთეტიკას, რომელიც ქმნის გამორჩეულ, სოფლის ცხოვრებით შთაგონებულ სტილს. თანამედროვე აგარაკის სტილი ხასიათდება სითბოთი და სიმარტივით, ბუნებრივი ტექსტუტრებით და ისეთი მასალებით, როგორებიც არის ხე და აგური.

კონცეფცია

შენობის კონცეფცია დამყარებულია ამერიკული სოფლის სახლის ანალოგზე, რომელიც ხასიათდება ბუნებრივი აქცენტებით და ნათელი ფერებით.

შენობის ფასადის ნაწილი მოპირკეთებულია აგურით, ხოლო მეორე ნახევარი - შეღებილი ხის პანელებით.

მთლიან პერიმეტრზე მოწყობილი აივანი ამ პროექტის განსაკუთრებული შტრიხია, რაც მას ასე მიმზიდველს ხდის.

თეთრი, ხის მოაჯირები და ფანჯრის ჩარჩოები ძველებურ იერსახეს აძლევს ფასადს, ხოლო სუფთა, გლუვი ხაზები თანამედროვე აქცენტებით ამდიდრებს მას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცენარეული საფარის და ნარგავების სათანადო შერჩევას და ლანშდაფტის სწორ პროექტირებას.

ეზოში განთავსებული ღია აუზი და საჩრდილობელი დამატებით კომფორტს უქმნის მაცხოვრებლებს და შესაბამისობაშია შენობის ხასიათთან. 

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10.05.2020
ტერიტორიის ფართობი
8.000მ²
სართულების რაოდენობა
1
სიმაღლე
6მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
კონსულტატები
Cubicon
სერვისები
პროექტირება-მშენებლობა

ქარელი, საქართველო

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა