სპექტრუმ-მა გაიმარჯვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია "Spectrum" - მა გაიმარჯვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს სოფელ გერგეთში, პარკის მშენებლობას.
გერგეთის პარკის პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ წარმოადგენილია კულტურის ცენტრის შენობათა ერთობლიობა, რომელიც მრავალფუნქციურია და მოიცავს შემდეგ ობიექტებს:

• ეთნოგრაფიულ მუზეუმს;
• საგამოფენო სივრცეს;
• ხელოვნების სხვადასხვა დარგების შემსწავლელ სივრცეებს;
• ლიტერატურულ კაფეს;
• საკონფერენციო დარბაზს;
• მცირე კვების ობიექტს;

პარკის დაპროექტების პროცესში შენარჩუნდა არსებული მონუმენტი, რომელიც წარმოდგენილია კომპლექსის შენობების ცენტრში.
პროექტის არქიტექტურული კონცეფციის იდეა დაფუძნებულია ადგილობრივი ლანდშაფტის ხასიათზე, რაც ითვალისწინებს არსებულ ბუნებრივ გარემოში შენობების ჰარმონიულ შერწყმას, რაც წარმატებით იქნა მიღწეული სპეციალური კონსტრუქციების დაპროექტებით და შენობების გადახურვებზე ბუნებრივი, მწვანე საფარის მოწყობით.

კულტურის ცენტრის კომპლექსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შემატებს როგორც გერგეთის პარკს, ისე ყაზბეგის რეგიონს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა მომავალში.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19.12.2019