მიმდინარეობს მუშაობა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დიზაინზე თბილისში

"სპექტრუმი" მუშაობს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტზე თბილისში.

მინიმალისტური სტილის საცხოვრებელი გამოირჩევა სწორხაზოვანი ფორმების, თანამედროვე მასალებისა და თბილი ტონების სინთეზით.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ოჯახის მოთხოვნებსა და ინტერესებს და ქმნის კომფორტულ გარემოს გონივრული გეგმარებისა და თანაემროვე დიზაინის ინტეგრაციით.

ფერთა უნიკალური გამა, სხვადასხვა დეკორატიული მასალების და ხის სინთეზი ქმნის ელეგანტურ და დაბალანსებულ გარემოს მაცხოვრებელთათვის.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 01.02.2021