რესტორანმა "ქალაქი" კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა "German Design Award"- ის საერთაშორისო კონკურსზე

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ რესტორანმა "ქალაქი" კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა  "German Design Award"-ის საერთაშორისო კონკურსზე, ნომინაციებში - საუკეთესო არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი.

"German Design Award" წარმოადგენს კონკურსს, რომელიც დიზაინზე ორიენტირებული კომპანიებისთვის  წინსვლის და საერთო კომერციული წარმატების საწინდარია.

დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა 7 თებერვალს 2020 გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში.

2018 წლის მაისში გახსნილი რესტორანი „ქალაქი“ მდებარეობს ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, არქიტექტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქალაქის ძველ ნაწილში.

პროექტის არქიტექტურა ყურადღებით ითვალისწინებს კონტექსტურ გარემოს და ქმნის კლასიკურ და ამავდროულად დახვეწილ სივრცეს ძველ უბანში.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 12.05.2020